თავდაცვის კოდექსის განხილვა

მიმდინარე სასესიო კვირას დეპუტატები თავდაცვის კოდექსს მეორე მოსმენით განიხილავენ. დოკუმენტი 45 კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და 350 გვერდზეა გაწერილი. თავდაცვის კოდექსი მთავარი სიახლე ისაა, რომ 2025 წლიდან წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გაიწვევს და წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან. კანონპროექტი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სივრცეს აღარ ტოვებს და ალტერნატიულ შრომით სამსახურს სასულიერო პირებიც გაივლიან. ეს მუხლი კანონპროექტის სამი მოსმენის დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება. ამასთან, დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. თავდაცვის კოდექსს მხარს არ უჭერს ოპოზიციის დიდი ნაწილი. საკანონმდებლო ინიციატივას ყველაზე მწვავედ „გირჩი“ აკრიტიკებს და მოითხოვს, სამხედრო გაწვევა ნებაყოფლობით იყოს. ოპონენტების ბრალდებებს მმართველ გუნდი უსაფუძვლოს უწოდებს და აქცენტს „გირჩის“ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე აკეთებს.