თავდაცვის კოდექსის განხილვა პარლამენტში

პარლამენტში „თავდაცვის კოდექსზე“ მსჯელობა გრძელდება. ოპოზიცია ცვლილებების წინააღმდეგ ისევ პროცედურულ ომს მიმართავს. ისინი დროის გაჭიანურების მიზნით, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს კითხვებს უსვამენ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა გუშინ 27 კანონპროექტი განიხილა, დღეს 17 კანონპროექტზე იმსჯელებს. უმრავლესობა ოპოზიციის ქმედებას დისკრედიტაციად აფასებს.