პროექტი „ჩვენი ჯარი“

პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს და პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ და სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სახეობების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია.