პროექტი „ჩვენი ჯარი“

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. სტუდენტებთან შეხვედრაზე მან პროექტის მნიშვნელობაზე, თავდაცვის უწყების პრიორიტეტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებზე და აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა.

სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ალტერნატიულ ვადებზე, ჯარისკაცის მოვალეობებისა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებზე. შეხვედრაზე თავდაცვის ძალების ოფიცრებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო კარიერული განვითარების შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს.