სამხედრო გაწვევის სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა

15:20, 10.07.2024

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ მსუბუქი და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები მიიღო. ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ღონისძიება გაიმართა. სააგენტომ 96 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის SKODA, OCTAVIA და MITSUBISHI L-200 მიიღო.

 

მსგავსი