ჩაშლილი რიგგარეშე სესია

როდის განახლდება რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ მეორე მოსმენით განხილვა – ჯერ უცნობია. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ კვორუმის ჩაგდებით, ოპოზიცია ხელოვნურ დაბრკოლებას ქმნის და იქვე აცხადებენ, რომ „თავდაცვის კოდექსს“ აუცილებლად მიიღებენ. რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, მათი განცხადებით, კანონპროექტი არ მოსწონთ, განხილვის ჩაშლა კი „ქართული ოცნებისთვის“ პროცედურული პასუხი იყო. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გუშინ კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 65-მა დეპუტატმა, რაც პლენარული სხდომის ჩატარებისთვის საკმარისი არ იყო.