თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთში ჩავიდა

თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთში ჩავიდა.

ქვედანაყოფს მაზარ-ი-შარიფში, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი, სამხედრო წარმომადგენელი დახვდა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.

გამგზავრებამდე ასეულმა სამთვიანი მომზადება ჯერ საქართველოში, ხოლო შემდეგ ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში გაიარა და უმაღლესი შეფასება მიიღო.

რამდენიმე დღეში ჯარისკაცები, მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს როტაციის წესით ჩაანაცვლებენ და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებას, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, შვიდი თვის განმავლობაში შეუდგებიან.

ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.