თამარ მეფის გამზირზე ჰაერის დაბინძურების ხარისხი ნორმას აჭარბებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თამარ მეფის გამზირზე ჰაერის დაბინძურების ხარისხი დადგენილ ნორმას აჭარბებს.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გამზირზე დამონტაჟებულმა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილურმა ავტომატურმა სადგურმა შეამოწმა და დადგინდა, რომ ჰაერში აზოტის დიოქსიდი ნორმაზე მაღალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადაჭარბება 1,3-ჯერ მაღალია.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური თამარ მეფის გამზირის შემდეგ, მომავალი კვირიდან თბილისის სხვადასხვა უბნებსა და რეგიონებში იფუნქციონირებს.