თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხების მითვისება, – ეს არის ბრალი, რომელიც სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელს, გივი ჯიბლაძეს და დირექტორს, თორნიკე ჯანელიძეს წარედგინათ.
ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები ამ ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. ვალერი გელბახიანის თქმით, საქმის მასალებში ფიგურირებს 66 დაზარალებული და მილიონ ექვსასი ათასი ამერიკული დოლარი.
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელები გუშინ დააკავეს.