ბრალის წარდგენა

დაკავებულია პირი, რომელმაც გორის სოფელ რეხაში, ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 65 წლამდე მამაკაცს ბრალს დღეს წაუყენებენ.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. დაჭრილი ძაღლი გორის ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. მას ერთი ტყვია კისრის არეში აქვს მოხვედრილი. ვეტერინარების განცხადებით, ძაღლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.