ბრალის წარდგენა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, 2022-2024 წლებში, ბრალდებულები დანაშაულში ჩართულ სხვა პირებთან ერთად, ევროპული სახელმწიფოების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოში მოქალაქეებზე ასაღებდნენ. ათეულობით ყალბი დოკუმენტის დამზადების და გასაღების გზით, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირებმა დაახლოებით 141 000 ევრო და 36 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით კი, თბილისში უძრავი ქონება შეიძინეს და სხვა პირის სახელზე დაარეგისტრირეს. დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.