ბრალის წარდგენა

პროკურატურამ მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ბრალდებულმა, ქუთაისში მდებარე „მომსახურების სააგენტოში“, მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს ქრთამის სახით თანხა გადასცა. სააგენტოს თანამშრომელმა მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას მოხელისთვის ქრთამის მიცემას ედავებიან, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.