სტუდენტების დაჯილდოება

12:27, 16.03.2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების წინა სემესტრის წარჩინებით დასრულებისთვის, თსუ-ს 14 სტუდენტი უნივერსიტეტის საიუბილეო ვერცხლის მონეტებით დაჯილდოვდა. საუკეთესოების გამოვლენის მთავარი კრიტერიუმები აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, მათი სამეცნიერო აქტივობები იყო. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია წარმატებული სტუდენტებისთვის რამდენიმე საინტერესო პროგრამის განხორციელებას გეგმავს, მათ შორის ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში საზაფხულო და ზამთრის სკოლებში მათ გაგზავნას.

მსგავსი