უმაღლესი განათლების რეფორმა   

შეცვლილი გადაწყვეტილება – თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება.

გეგმა, რომელმაც ორივე უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია, პრემიერთან ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრის შემდეგ შეიცვალა. თუმცა, ძალაში რჩება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებული სხვა საკითხები – ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალი სასწავლო სეზონიდან არატექნიკური პროფილის სასწავლო პროგრამებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს. უმაღლეს სასწავლებელში შენარჩუნდება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც იქ 90-იან წლებამდე ისწავლებოდა. მთავარი არგუმენტი, რის გამოც აკადემიური საზოგადოება ორი უნივერსიტეტის შერწყმის იდეას აპროტესტებდა, უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობის დაკარგვის საფრთხეა.