აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერა სტიპენდიანტებს
წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის მონაწილე, უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ცხრა სტიპენდიანტს საჩუქრები გადასცა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ. მათ ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობები დაურიგდა. შეხვედრაზე ისაუბრეს მოპოვებული სტიპენდიის შედეგად მიღებულ დამატებით შესაძლებლობებზე, ასევე, განიხილეს აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები.