ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე

ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს ღონისძიებებით აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია, ივანე ჯავახიშვილი – 150. პირველ კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიასთან საზეიმოდ გაიხსნა მისი ბიუსტი. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ივანე ჯავახიშვილი“ პრეზენტაცია. დღესვე დაგეგმილია ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი მონეტისა და საფოსტო მარკის პრეზენტაციაც.