უამინდობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
იმერეთის, სამეგრელოს და გურიის ცალკეულ რაიონებში განადგურებულია ინფრასტრუქტურის ნაწილი, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, სახურავები და წაქცეულია ხეები. მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება ამ დრომდე შეზღუდული აქვს. ძლიერი ქარის გამო არიან დაშავებულებიც. უამინდობამ პრობლემები შეუქმნა მატარებლების გადაადგილებასაც. გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს უღელტეხილებზე და რამდენიმე საავტომობილო გზაზეც.