სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, წარდგეს ნდობის ჯგუფის წინაშე და ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. სწორედ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ნდობის ჯგუფის პირველ შეხვედრაზე. გაწერეს ჯგუფის მუშაობის გრაფიკიც და გადაწყვიტეს, რომ სხვადასხვა თემაზე დაახლოებით 10 მოხსენება მოისმინონ. ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში ამჟამად 4 დეპუტატი შედის და მას საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი.