ნდობის ჯგუფის სხდომა

ნდობის ჯგუფში რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების პროექტი განიხილეს. ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს. შალვა ლომიძემ ჯგუფის წევრებს რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ნდობის ჯგუფის მეორე მოსმენა, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტის წარდგენას დაეთმო. ფინანსთა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა კანონმდებლებს ბიუჯეტის პროექტის ის დეტალები გააცნეს, რაც კანონმდებლობის თანახმად, საჯარო ფორმატში არ განიხილება.