შს მინისტრი პარლამენტში

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში იმყოფება. ვახტანგ გომელაურმა, დახურულ ფორმატში, ნდობის ჯგუფს უწყების 2020 წლის საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

არსებული ინფორმაციით, მოხსენების ძირითადი მიმართულებები სასაზღვრო უსაფრთხოება, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების ღონისძიებები და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებია. ასევე, ანგარიში მოიცავს ინფორმაციას, უწყების მიერ განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვებზე.