ნდობის ჯგუფის სხდომა

საქართველოს პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს. ვახტანგ გომელაურის ანგარიში სამინისტროში სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებსა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროგრამებისთვის გამოყოფილ თანხებს შეეხებოდა. კითხვები დაისვა 20 ივნისის მოვლენებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე.