ნდობის ჯგუფის სხდომა

ნდობის ჯგუფის სხდომაზე კონტრტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ის ღონისძიებები და პრიორიტეტები, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით აქვს. აღინიშნა, რომ უწყებათაშორის დონეზე, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენი ქვეყანა არის დაცული ტერორიზმის ყველა საფრთხისგან და ამ მიმართულებით პარტნიორებთან ერთად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

მსჯელობისას აქცენტი გაკეთდა ტერორისტულ ინციდენტებსა და ტერორისტული მიზნებისთვის ქვეყნიდან გამგზავრების ფაქტების არარსებობაზე, ტერორიზმთან შეხებაში მყოფი პირების დაკავებასა და პასუხისმგებლობაში მიცემის ფაქტებზე. ნდობის ჯგუფის სხდომის ფარგლებში ითქვა, რომ საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში და ამ მაღალ შეფასებას კონკრეტული ინდიკატორები აქვს.