სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა

პარლამენტის ნდობის ჯგუფში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მოუსმინეს. გრიგოლ ლილუაშვილმა უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, სამსახურის მიერ საფრთხეების პრევენციისა და ნეიტრალიზაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, ინსტიტუციური განვითარების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები. მოსმენის ფარგლებში იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, სუს-ის კონტრსადაზვერვო და კონტრტერორისტული საქმიანობისა და უწყების ინსტიტუციური განვითარების სფეროში განხორციელებულ აქტივობებზე.