„ქართული ოცნების“ ინიციატივა

„ქართული ოცნება“ ახალ მონაცემთა ბაზას ქმნის, სადაც ინფორმაცია იქნება იმ პირებზე, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია პარტიული სტრუქტურების მეშვეობით შეგროვდება. მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე, იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართვლოს მოქალაქეებისთვის.

„ქართული ოცნების“ ინიციატივას ოპოზიციაში რეპრესიების მცდელობად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება საზოგადოების დაყოფას ცდილობს.