პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრა

პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს. წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავდა 2023 წლის საქმიანობის ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: დასაცავი პირების და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოში სტუმრად მყოფი მაღალი რანგის სტუმრების დაცვითი ღონისძიებები, სამსახურის ტექნოლოგიური და ინსტიტუციური განვითარების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. დეპუტატები ასევე გაეცნენ უწყების მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებს.