ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის ანგარიშს ისმენენ

ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის ანგარიშს ისმენენ.

კახი კახიშვილი ჯგუფის წევრებს სამინისტროში განხორციელებულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებით შესყიდვების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

მინისტრი ბიუჯეტიდან სახელმწიფო საიდუმლო პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის თაობაზე ანგარიშს აბარებს. მას დაახლოებით ორი საათია უსმენენ.

სხდომის დაწყებამდე ნდობის ჯგუფის წევრებმა თქვეს, რომ მინისტრთან კრიტიკული შენიშვნები არ აქვთ.