სოსო გოგაშვილის საქმე

სოსო გოგაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე თავს დამნაშავედ არ ცნობს და ადვოკატის განმარტებით, „სიმართლისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს“. ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატი აცხადებს, რომ ის დოკუმენტები, რომლის გავრცელებასაც გოგაშვილი აპირებდა, უახლოეს დღეებში მაინც გასაჯაროვდება. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა და სახალხო დამცველმა გუშინ მოინახულა. დაკავებული ადვოკატებს დღესაც ელოდება.

რა ახალი დეტალები არის ცნობილი და რას აპირებს დაცვის მხარე.