სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე, მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. სხდომას კვლავ არ დაესწრო ბრალდებული. პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა, რადგან საქმეს ე.წ. გრიფით საიდუმლო ადევს. ადვოკატის განმარტებით, სოსო გოგაშვილს ბრალად წარდგენილ ქმედებას ვერ დაუმტკიცებენ. ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებაში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებაში მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვაში. წარდგენილი ბრალდებები ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.