სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი

სოსო გოგაშვილის საქმის წინასასამართლო სხდომა. პროცესი ამ წუთებში იწყება. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილს ბრალი რამდენიმე კვირის წინ დაუმძიმდა. სახელმწიფო ბრალდებამ მას სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დამატებით ბრალდება წარუდგინა.