სოსო გოგაშვილის საქმე

სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. დაყადაღებულია სამი ავტომანქანა. ანტიკორუფციული სამსახურის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-7 ნაწილით, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა. დააყადაღეს და ამოიღეს გოგაშვილის ოჯახისა და უახლოესი გარემოცვის წევრების მოძრავი და უძრავი ქონება. საგამოძიებო მოქმედებები სუს-ის თანამშრომლის განმარტებით, ჩატარდა თბილისში, იმერეთსა და კახეთში. ოჯახის ადვოკატის განცხადებით, საპროცესო მოქმედებები უკანონოდ, მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა. მისივე მტკიცებით, ავტომობილები სპეციალურ სადგომზე დალუქვის გარეშე გადაიყვანეს, რასაც სტრასბურგში გაასაჩივრებს.