გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში

სოსო გოგაშვილის საქმეზე მისი შვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. გამომძიებლების შეკითხვებს ამ წუთებში ნინო გოგაშვილი პასუხობს. ის უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაში არასამუშაო დროს ვიზიტსა და სატელეფონო ზარების ეპიზოდზე. დღესვე სოსო გოგაშვილის უფლებადამცველებმა გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს და აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.