გოგაშვილის საქმე - აღკვეთის ღონისძიების შეფარდება

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. ბრალდება მას სამი მუხლით ედავება. დაცვის მხარე ამ ბრალდებების აბსურდულობაზე გოგაშვილის წინააღმდეგ დევნაზე ლაპარაკობს.