ყაჩაღობა ხობში. სოფელ ხამისკურში მამაკაცი გაძარცვეს. დაზარალებულის განცხადებით, ორი შეიარაღებული პირი თავს დაესხა და გარკვეული რაოდენობის თანხა გასტაცა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.