სტიქია სამეგრელოში

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში. წყლის საწრეტი არხის არარსებობის გამო, მთლიანად დატბორილია ეზოები, სავარგულები და ბაღები. მოსახლეობა აცხადებს, რომ საკითხი 10 წელია მოუგვარებელია. პრობლემები იყო ასევე ხობის მუნიციპალიტეტში. ხეთასა და პირველ მაისში დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, ცენტრალური გზა რამდენიმე წუთით დაკეტილი იყო. ამჟამად ხობში პრობლემები აღმოფხვრილია.

დატოვე კომენტარი