სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი პირის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს თავში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ამ დრომდე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. რთული ოპერაციის შემდეგ, ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენას რეანიმაციულ განყოფილებაში ცდილობენ. ოჯახი კი განმარტებებს მოითხოვს. მათ არ სჯერათ ოფიციალური ვერსიის, რომ საძინებელში მყოფი მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ოჯახის ვერსიით დაჭრილს არა ხელყუმბარა, არამედ მობილური ტელეფონი ჰქონდა.
ნათია ქენქაძე თემის დეტალებით.