სოფელ ჭუბერში აქციის მონაწილეებს მესტიის გამგებელი შეხვდა. მოსახლეობა „ნენსკრა ჰესის“ სამშენებლო კომპანიის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა და სოფლის გზებისა და ხიდების შეკეთება, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების ბოძების შეცვლა მოი9თხოვა.
„ნენსკრა ჰესის“ ადმინისტრაციას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. რამდენიმე საათის წინ სოფელ ჭუბერში აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები ელექტროენერგიის ბოძების გამოცვლას ითხოვდნენ. მათ გზა გადაკეტეს. პოლიცია გზის გახსნას შეეცადა, რა დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავებული გათავისუფლებულია.