ძლიერი ქარი დასავლეთ საქართველოში

ძლიერი ქარია ფოთში – წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს აგრძელებენ და აბონენტებს ელექტროენერგია ეტაპობრივად აღუდგებათ. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ღამით ფოთში მოსალოდნელია აღმოსავლეთის ქარის გაძლიერება, საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული სანაპირო ზოლზე. შაბათს კი გამოდარებას ელოდებიან.