სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაციის შედეგად 28 სოციალური მუშაკი და სხვადასხვა დეპარტამენტის 15-მდე თანამშრომელი პირველი თებერვლიდან სამსახურის გარეშე რჩება.
პროფკავშირებისა და სამსახურიდან გათავისუფლებული პირებისთვის მათი დათხოვნის მიზეზი გაურკვეველია და ისინი ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ. სამინისტროში განმარტავენ, რომ რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომლების ნაწილი სხვა სამსახურებში გადანაწილდა , ნაწილი კი ორთვიანი კონპენსაციით სამსახურიდან დაითხოვეს.