„ბორჯომის“ თანამშრომელთა პროტესტი

21:30, 06.05.2022

დღეს ცნობილი გახდა იმ 49 ადამიანის ვინაობა, რომლებიც „ბორჯომის“ მენეჯმენტმა წარმოების გაჩერების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლა.

საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ახალ სამუშაო კონტრაქტებს არ ეთანხმებიან. გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ბრძანების მიღებამდე სახლში გაშვებულ ადამიანთა გვარები პროფკავშირების წარმომადგენელმა გაახმაურა. შეცვლილი კონტრაქტების გამო დაწყებულ აქციებს თანამშრომელთა ნაწილის გათავისუფლების გარშემო პროტესტიც დაემატა. სამუშაო ხელშეკრულებების შეცვლა კომპანიას სანქციების შედეგად შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო შეექმნა. „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი სანქცირებულია.

სამკვირიანი მედიაციის პროცესი დაიწყო. დავის საგანია სამუშაო ხელშეკრულებების შეცვლილი პირობები. უშედეგო მედიაციის შემთხვევაში გაფიცვაა დაანონსებული.

მსგავსი