„იპოვე შენი ვარსკვლავი“

საქართველოს პროფკავშირების შემოქმედთა კავშირის ორგანიზებით, ფესტივალ-კონკურსი „იპოვე შენი ვარსკვლავი“ ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა 700 ბავშვმა მიიღო. ფესტივალის მიზანი ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და მოტივაციის ამაღლებაა.

კონკურსის ფარგლებში სამ ასაკობრივ კატეგორიაში, სხვადასხვა ჟანრში გამოვლინდნენ გრამპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ ზაფხულში ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო ფესტივალში – „ჩემი ლამაზი ქვეყანა“.