მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების მოთხოვნა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სორტული საამქროს თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულები 30 პროცენტით ხელფასის მომატებას და მე-13 ხელფასს ითხოვენ. ამ წუთებში ისინი ქარხნის ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილნი. საამქრო გაჩერებულია, პროტესტის მონაწილეები მის ამუშავებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ გეგმავენ. აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ პროფკავშირები. ადმინისტრაცია სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. მათ მიერ მოწოდებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ გაფიცულებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. საწარმო მზად არის ხელფასი ეტაპობრივად გაზარდოს.

დატოვე კომენტარი