სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა.

თარიღი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. პროფკავშირებმა, გუდაურში, 2022 წლის 29 ივლისს, პარაპლანისტების დასახმარებლად მისული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მემორიალი გახსნა.
აღინიშნა, რომ შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა პროფესიულ კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ გამოწვევები კვლავ ბევრია.