პროტესტის მე-15 დღე ბორჯომში

პროტესტის მე-15 დღე ბორჯომში.  აქციის მონაწილეებს ორივე ქარხანა პიკეტირებული აქვთ. წარმოება შეჩერებულია. პროფკავშირები გათავისუფლებული 50 თანამშრომლის აღდგენასა და ორთვიანი სახელფასო ანაზღაურების გადახდას ითხოვენ. გაფიცულმა მუშებმა გუშინ სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს, ისინი მიესალმებიან სახელმწიფოს ჩართვას „ბორჯომის“ მართვის პროცესში და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ თუმცა, ამბობენ, რომ მათი მოთხოვნების შესრულებამდე აქციები კვლავ გაგრძელდება.