შვიდი თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დუმს. 16 წლის გოგონამ დღეს სასამართლო დარბაზი ისე დატოვა, რომ შემზარავი დანაშაულის დეტალებზე არაფერი უთქვამს.
პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რაც დაცვის მხარეს არ გაუპროტესტებია. ადვოკატს არც ის განუმარტავს, რატომ დაეთანხმა დაკავებული აღკვეთის ღონისძიებას.
გამოძიების პარალელურად, ბრალდებულთან შეხვედრას და საქმის დამოუკიდებლად შესწავლას გეგმავს სახალხო დამცველი. მოკვლევა გრძელდება შსს-ს გენერალურ ინსპექციაშიც. უწყება იკვლევს, გამოავლინეს თუ არა სამსახურებრივი გულგრილობა იმ პოლიციელებმა, რომლებმაც 15 წლის გოგონას ქორწინების ფაქტზე რეაგირება არ მოახდინეს.