ახალციხის მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ტარდება – დღეს მინაძის თემში ახალციხის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ. კანდიდატი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, 48 წლის როინ ნებაძე სოფელი ღრელიდან არის. ადგილზე რეგისტრირებულია 979 მოქალაქე. კენჭისყრა ამ შემთხვევაშიც ელექტრონულად მიმდინარეობს.