შუალედური არჩევნები – ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს გურჯაანში

15:08, 01.10.2023

ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში. მე-12 საოლქო-საარჩევნო კომისიაში კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაარეგისტრირა. მუნიციპალიტეტში 36-ივე საარჩევნო უბანი ზუსტად დილის 8 საათზე შეფერხების გარეშე გაიხსნა, აქედან 28-ში ხმის მიცემა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, სოფელ ვეჯინში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

 

მსგავსი