შუალედური არჩევნები 2023 – როგორ მიმდინარეობს კენჭისყრა გურჯაანში

18:17, 01.10.2023

ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში. მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიაში კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაარეგისტრირა. მუნიციპალიტეტში 36-ივე საარჩევნო უბანი ზუსტად დილის 8 საათზე შეფერხების გარეშე გაიხსნა, აქედან 28-ში ხმის მიცემა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მიმდინარეობს.

ჟანა დიდებაშვილი მუშაობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში და დეტალებზე პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.

მსგავსი