შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები

ცესკო-მ შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ოქმის მიხედვით, №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობსა და სენაკს მოიცავს, პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია გიორგი ხახუბია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგია: ბესიკ წულეისკირი  „თავისუფალი საქართველოდან“ – 1 359 ხმა, რაც 4.70%-ია და გიორგი ხახუბია სახელისუფლებო პარტიიდან – 27 551 ხმა, რაც კენჭისყრაზე დაფიქსირებული ხმების 95.30 პროცენტია.