შუალედური არჩევნები და ოპოზიციის გადაწყვეტილება

 მაისში ჩატარებული შუალედური არჩევნების მსგავსად, ოპოზიცია 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებსაც ბოიკოტს უცხადებს. ორ თვეში ამომრჩეველმა გორსა და კასპში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, გურჯაანში კი მერი უნდა აირჩიონ. შემოდგომაზე დანიშნული შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ კანდიდატურები უკვე წარადგინა. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გორის საკრებულოს წევრი და გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი იყრის კენჭს, გურჯაანის მერობისთვის კი გიორგი მაჭავარიანი იბრძოლებს.

ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობაზე უარს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებით და ფინანსებისა და რესურსების დაზოგვით ხსნის. განმარტება დამაჯერებელი არ არის ხელისუფლებისთვის. მაისის არჩევნების მსგავსად, „ქართული ოცნება“ ოპონენტების გადაწყვეტილებას მარცხის შიშს და შემცირებულ რეიტინგებს უკავშირებს.