შუალედური არჩევნები - 2023

როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი გორში, სადაც გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. 32-ე საარჩევნო ოლქში 68 უბანია გახსნილი და 94 987 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევთ – „ქართული ოცნებიდან“ გამარჯვებისთვის გიორგი სოსიაშვილი იბრძვის, მისი კონკურენტი კი პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელი მამუკა ტუსკაძეა.